პოლიტიკა
"მე არასოდეს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ გპირდებით, რომ ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი"- პაატა ბურჭულაძე
ქუთაისში 10 პოლიტიკური პარტიის მიერ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას პაატა ბურჭულაძე დაესწრო. მსოფლიო ბანმა და უკვე ყოფილმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძის წარდგენაზე ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი მისი და მისი ფონდის საქმიანობის იმიჯისა და ამასთან ერთად ქვეყნის იმიჯის შელახვაა. მან თავის სიტყვაში ადამიანის უფლებების დაცვაზე გაამახვილა ურადღება და განაცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ მოვა, თუმცა ადამიანების უფლებების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს და საზოგადოების აქტიური წევრი იქნება:

"დღეს მე აქ ვარ იმიტომ, რომ ესროლეს საქართველოს იმიჯს,  ესროლეს საქართველოს რეპუტაციას,ესროლეს ადამიანის უფლებებს, ესროლეს ქართულ სახელმწიფოებრიობას. დღეს აღარავინაა დაცული უსამართლობისა და ცილისწამებისაგან, დევნისაგან. დღეს უკიდურესმა გაჭირვებამ შელახა ქართველი კაცის ღირსება და დღეს ყველაფრის მკადრებელი არის წახალისებული. სულ ახლახანს ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვზარა ტყიბულში მომხდარმა ტრაგედიამ და იქ ადამიანების დაღუპვამ. დღეს არც ადამიანის უსაფრთხოებაა დაცული. ჩვენი საზოგადოება დადგა უდიდესი საფრთხის წინაშე. ან შევინარჩუნებთ, ან დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს. მე არასოდეს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ გპირდებით, რომ ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი და ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ, ვიბრძოლებ თითოეული თქვენგანის უფლებებისათვის"- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019