პოლიტიკა
"შეიქმნა ე.წ პარტიული ყულაბა"- ენმ
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა შუშანიამ ფონდ "ქუთაისი"-ს შექმნა გააპროტესტა. შუშანიას თქმით, აღნიშნული ფონდი ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორის თამთა ბაკურაძის სახელზეა დარეგისტრირებული და ის წინასაარჩევნოდ თანხების მოკრებას ემსახურება.

"შეიქმა ე.წ პარტიული ყულაბა. ქუთაისის მერიის თანამშრომლებს აიძულებენ, თავიანთი ხელფასის 1% ამ ყულაბაში, ანუ ფონდში გადარიცხონ. ფონდი არის კერძო, შესაბამისად, მისი კონტროლი თითქმის შეუძლებელია,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატი სამართალდამცავ ორგანოებს ფონდის საქმიანობის შესწავლისაკენ მოუწოდებს.

ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე განმარტავს, რომ მას ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა. თვალთვაძე აღნიშნული ფონდის ქუთაისის მერიასთან კავშირსა და მისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას უარყოფს.

"ფონდი არ არის ქუთაისის მერიის რეგისტრირებული. ის თამთა ბაკურაძის მიერაა დაფუძნებული. არავინ არავის აიძულებს აქ ხელფასის გადარიცხვას. ამ ფონდის შექმნის საჭიროება ნამდვილად არსებობდა. არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი მკურნალბის თანხის დაფარვა. მე ჩემი ხელფასიდან გადავრიცხავ თანხებს ფონდში. ფონდის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მისი ანგარიშებით,"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

საქველმოქმედო ფონდი "ქუთაისი"-ს წესდებაში წერია, რომ მისი მიზანია შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისათვის. ფონდის დამფუძნებელი, ააიპ "ქუთაისის მადლიერების სახლი"-ს დირექტორთან ერთად, სამი პიროვნებაა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 22 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019