პოლიტიკა
"განტევების ვაცი ადგილობრივ ხელისუფლებაშიც მოიძებნება"
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, მერაბ მეშველიანი ქუთაისის მერიის მენეჯმენტში ხარვეზების არსებობაზე საუბრობს.
მეშველიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები თავიანთ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებენ.

"როდესაც პიროვნება სამი თვით თანამშრომლად ინიშნება, ის რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.  ანალოგიური რამ ხდება ამ პიროვნების უვადოთ დანიშვნის შემდეგ. თუმცა, მერიის მიერ გაცემულ დავალებებს თანამშრომლები არ ასრულებენ. მაგალითად, რეგისტრაცია მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორი ააიპის ხელმძღვანელებს არ გაუვლიათ: ააიპ "მადლიერების სახლისა" და "ბაგა-ბაღებს გაერთიანების". მერიის თანამშრომლები დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებენ და გვაქვს მენეჯმენტის პრობლემა,"-განაცხადა მეშველიანმა.

მენეჯმენტის პრობლემის არსებობაზე საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" დავით გოგისვანიძეც საუბრობს. გოგისვანიძის თქმით, საკრებულოსა და აღმასრულებელ ორგანოებს შორის სათანადო კომუნიკაცია არ მყარდება.

"არ არის კომუნიკაცია საკრებულოსა და აღმასრულებელს შორის. ბიძინამ აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის შეცდომა იყო ის, რომ მას არ ჰქონდა კომუნიკაცია პარლამენტთან. იმავენაირად, განტევების ვაცი ადგილობრივ ხელისუფლებაშიც მოიძებნება,"-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ყურადღება "ქუთაისის მეოთხე შერეული პოლიკლინიკის" ფუნქციონირებაზეც გაამახვილეს. დეპუტატები განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, პოლიკლინიკის ქონება დაყადაღებულია. აღნიშნულს უარყოფენ უმრავლესობაში.

"პოლიკლინიკაზე არის ყადაღა დადებული. გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს, მიმდინარეობს ყადაღის მოხსნის პროცედურის დასრულება. იყო გარკვეული ვადა და პერიოდი იმისათვის, რომ თავად მერიას ან პოლიკლინიკას ყადაღა მოეხსნა. თუ ყადაღა მართლაც მოხსნილია, რატომ ვერ მოხერხდა პროცედურის დასრულება. იმ შემთხვევაში თუ ეს სიცრუეა, რატომ დაედო პოლიკლინიკას ყადაღა მისი თანამშრომლების გამო. ორივე შემთხვევაში, მენეჯმენტის პრობლემასთან გვაქვს საქმე,"-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ პოლიკლინიკას დავალიანება დაფარული აქვს და ხარვეზების გამო ყადაღის მოხსნა რეესტრში ვერ დაფიქსირდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ყადაღის მოხსნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ითხოვენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,თავიდანვე ,,ევროპული საქართველოს
15:41 / 15.11.2019
,,თავიდანვე ,,ევროპული საქართველოს" პოზიცია იყო, რომ არ გვჯეროდა იმის,
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება.
15:23 / 15.11.2019
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება." - ასე გამოეხმაურა ქუთაისის
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება.
15:23 / 15.11.2019
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება." - ასე გამოეხმაურა ქუთაისის
19:25 / 14.11.2019
"ამ ტყუილს ხელისუფლებას არ ვაპატიებთ"- ამ ლოზუნგით
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის
ჩავარდნას
17:25 / 14.11.2019
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი 8 - 18 °C
img
ბათუმი 10 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019