პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“, შესაძლოა, ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლოს
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ, შესაძლოა, "ევროპულმა საქართველომ" სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, საშტატო ნუსხა გამოითხოვეს და პასუხი ვერ მიიღეს.

"ვაკეთებთ ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების საქმიანობის მონიტორინგს. საკითხი ფინანსური ნაწილისა და  თანამშრომელთა რაოდენობის შესწავლას მოიცავს. გვჭირდებოდა მეოთხე პოლიკლინიკის საშტატო ნუსხა.  მერიაში მიიჩნიეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას. ამიტომ, ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან" იმისათვის, რომ დავა გაგრძელდეს სასამართლოში,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მერაბ მეშველიანმა.

პოლიკლინიკის საქმიანობა ქუთაისის საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკის მიზეზი რამდენჯერმე გახდა. მათ  კლინიკისათვის აპარატურის შეძენაც გააპროტესტეს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მერაბ მეშველიანმა განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, პოლიკლინიკის ქონება დაყადაღებულია. აღნიშნულს უარყოფენ უმრავლესობაში.












FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
22:00 / 19.09.2019
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019