პოლიტიკა
რიცხავენ თუ არა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები საქველმოქმედო ფონდში თანხას ნებაყოფლობით - საია ფონდის საქმიანობას სწავლობს
ა(ა)იპ-ში "საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი"თვითმმართველობის ა(ა)იპ-ების თანამშომლები თანხას წინასწარ დარიგებული თანხმობის განცხადებებით რიცხავენ. ამის შესახებ საია-ს ქუთაისის ფილიალში საუბრობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "საქველმოქმედო ფონდი ქუთაისის" საქმიანობას სწავლობს. 

ფონდის დამფუძნებელი, ააიპ "ქუთაისის მადლიერების სახლი"-ს დირექტორ თამთა ბაკურაძესთან ერთად, კიდევ სამი პირია: ინგა აბრამიძე, სალომე ხარაბაძე და ვახტანგ თევდორაძე. 

"უმარავი ა(ა)იპ-ები იქმნება.  თუმცა ეს იმითაა საინტერესო, რომ არსებობს გარკვეული ეჭვი  თანხების გადარიცხვა ხდება ზეწოლით. ჩვენ ვესაუბრეთ ქუთაისის მერიის თანამშრომლებს და ისინი ნამდვილად ადასტურებენ იმას, რომ მათ გადასცეს წინასწარ მომზადებული განცხადება, რომლითაც ისინი მიმართავდნენ ქუთაისის მერს და ითხოვდნენ მათი ხელფასიდან ყოველთვიურად აღნიშნული ფონდის სასარგებლოდ გადაირიცხოს  ერთი პროცენტი. შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ მათ ნებაყოფლობით მიმართეს მერს აღნიშნული განცხადებით. თანამშრომლები ასევე პირად საუბარში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერი "ზედამხედველობს" აღნიშნულ ფონდს და რეალურად ფონდი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება",- განაცხადა რადიო "ძველ ქალაქთან" საუბარში საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდი ოფიციალურად საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 7ივლისს დარეგისტრირდა. ფონდის საქმიანობა და შექმნა ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს და "პარტიული ყულაბა" უწოდეს. ქალაქის მერმა და ვიცე მერმა მაშინ განმარტეს, რომ მას მერიასთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენება გამორიცხეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ფონდის თანხების გამოყენება არ მოხდება. 

ფონდში თვითმმართველობაში შემავალმა ყველა ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა უნდა გადარიცხოს ყოველთვიური ხელფასის ერთი პროცენტი. წესდებაში წერია, რომ მისი მიზანია შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისათვის. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ფორმით ყოველთვიურად ფონდში 20 ათასი ლარი გადაირიცხება. საია აგრძელებს ფონდის საქმიანობის შესწავლას და დამატებითი მასალების გამოთხოვის შემდეგ, ფონდის საქმიანობის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ. 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოპოზიციის აქცია ერთად ერთის წინააღმდეგ ქუთისში 14:00 საათზე
კიკვიძის სკვერიდან დაიწყო.
18:52 / 06.12.2019
ოპოზიციის აქცია ერთად ერთის წინააღმდეგ ქუთისში 14:00 საათზე კიკვიძის სკვერიდან დაიწყო.
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების
18:31 / 06.12.2019
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები თვალს ოფისიდან ადევნებდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქის
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების
18:31 / 06.12.2019
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები თვალს ოფისიდან ადევნებდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქის
ქუთაისში ოპოზოციური პარტიების აქცია ,,ერთად ერთის წინააღმდეგ
18:12 / 06.12.2019
ქუთაისში ოპოზოციური პარტიების აქცია ,,ერთად ერთის წინააღმდეგ" დასრულებულია. აქციის მონაწილეები
ქუთაისში,ოპოზციური პარტიების აქციაზე დაპირისპირება მოხდა. 
აქციის
17:06 / 06.12.2019
ქუთაისში,ოპოზციური პარტიების აქციაზე დაპირისპირება მოხდა.  აქციის
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 3 - 9 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019