Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აქტივისტები საარჩევნო კომისიებში - იმერეთში აღმოჩენილი ხარვეზები
საია-მ წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემოწმება გადაწყვიტა. მონიტორინგის დროს საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული 73 დროებითი წევრის ინფორმაცია გადამოწმდა. 

საიას ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ დარღვევები წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და სამტრედიის საოლქო საარჩევნო უბნებში გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ საარჩვენო ოლქებში დროებით წევრებად "ქართული ოცნების" აქტივისტები დანიშნეს. 

"გავრცელდა ინფორმაციები, რომ იმერეთის რეგიონში კომისიები "ქართული ოცნების "აქტივისტებით, წარმომადგენლების ოჯახის წევრებით დაკომპლექტდა. აღნიშნული ფაქტები დადასტურდა სრულად  წყალტუბოში, ლენტეხში, ბაღდათში. ასევე ჭიათურასა და სამტრედიაში. წინასაარჩევნო პერიოდში, შესაძლოა,  ნებისმიერ დროს მოხდეს კონკრეტული დარღვევა. გამოვლენის შემთხვევაში ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ანგარიშში."- განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ. 

ორგანიზაცია  ქუთაისში ა(ა)იპ "საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი"-ს შესახებაც საუბრობს. ფონდი მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან ხელფასის ერთი პროცენტის ჩარიცხვით თვეში 20 ათას ლარს მიიღებს. საია ფონდის მუშაობას სწავლობს და აცხადებენ, რომ  დამატებითი მასალების გამოთხოვის შემდეგ, ფონდის საქმიანობის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ. 

იმისათვის, რომ მოიხსნას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კუთხით არსებული კითხვის ნიშნები, საია შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს: 

- უნდა გაუმჯობესდეს კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა;

- უნდა დაიხვეწოს საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის პირობები;

- უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმი იმისთვის, რათა მოხდეს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა;

- უნდა მოხდეს კონკურსის ჩატარების წესის პროცედურის დეტალურად გაწერა კონკურსის თითოეული ეტაპის მიხედვით;

- უნდა დადგინდეს კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება;

- შემოღებულ უნდა იქნეს მეტი კრიტერიუმი, ვიდრე ეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის არსებობა ან თუნდაც საარჩევნო გამოცდილების ქონაა;

- სავალდებულო ეტაპად უნდა განისაზღვროს გასაუბრების ეტაპი;

- უნდა დამტკიცდეს კონკურსში მონაწილეთა შეფასების ფორმა;

- უნდა გაიზარდოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შესარჩევად დადგენილი ვადა;

- საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის თაობაზე ინფორმაციის ფართო მასებისთვის დროული ინფორმირება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის