პოლიტიკა
ოპოზიცია ასათიანის, რუსთაველისა და თბილისის ქუჩების გაჭიანურებულ რეაბილიტაციას აპროტესტებს
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქუთაისში ქუჩების რეაბილიტაციის გაჭიანურება გააპროტესტეს. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაინტერესდნენ, როდის დასრულდება სამუშაოები ასათიანის, რუსთაველისა და თბილისის ქუჩებზე.

"პროცესი ჭიანურდება, ქუჩები კიდევ დიდხანს იქნება გადათხრილი. მიუხედავად მტკიცებისა, რომ რეაბილიტაცია დადგენილ ვადაში დასრულდება, დავაკვირდებით პროცესს და დავაფიქსირებთ, რომ აქ სერიოზული პრობლემებია. რუსთაველის ქუჩა წყალკანალს გადააბრალეს. ვეღარ ვგებულობ რეალურად რომელი ქუჩები კეთდება და რომელი არა,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ბესიკ ბრეგაძემ.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის, მირზა ხიდაშელის თქმით, თბილისის ქუჩაზე სამუშაოები დადგენილ ვადებში მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, კომპანიას ვადა ოქტომბრამდე აქვს.

"რაც შეეხება ასათიანის ქუჩას, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აქ ღვარსადენი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. გამოვაცხადეთ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი და მიმდინარე კვირის ბოლოს პროექტი გვექნება. ამ დროისთვის დაზუსტდება ხარჯთაღრიცხვა და საბოლოოდ მოეწყობა ახალი ღვარსადენი,"-განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის განმარტებით, რუსთაველის ქუჩაზე კი გზის საფარის რეაბილიტაცია წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019