პოლიტიკა
ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ღამის საათებში აღარ დაიკეტება
ქუთაისში, ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი 20:00 საათის შემდეგ აღარ დაიკეტება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ზვიად ჯავახიას განმარტებით, მოქალაქეები მიწისქვეშა გადასასვლელის გახსნის მოთხოვნით მერიას ხშირად მიმართავდნენ. აღნიშნულ მიწიქვეშა გადასასვლელში სავაჭრო ობიექტებია გახსნილი.

"ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ბიზნეს ოპერატორს , "გვირაბი 95" ვთხოვეთ, გაეხსნა საზოგადოებრივი სივრცე. იქ არიან მოვაჭრეები, რომლებსაც მუდმივად ვაჭრობის უფლება გააჩნიათ. ასევე, ადგილზე რჩება გარკვეული მატერიალური საკუთრებაც. იმისათვის, რომ კერძო ქონება არ დაზიანდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადგილზე კონტროლი გამკაცრდება,"-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, პირველ ეტაპზე, უსაფრთხოებას დაცვის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. ღამის საათებში გვირაბის გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება.

ქუთაისში სულ სამი მიწისქვეშა გადასასვლელია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის
საკრებულოში
18:02 / 20.11.2019
ქუთაისში, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში
16:41 / 20.11.2019
"ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტში
16:41 / 20.11.2019
"ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტში
14:45 / 20.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
,,ქუთაისი თავისუფლებისთვის
11:23 / 20.11.2019
,,ქუთაისი თავისუფლებისთვის" - ქუთაისში აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები
ამინდი
თბილისი 3 - 13 °C
img
ქუთაისი 7 - 17 °C
img
ბათუმი 10 - 16 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019