პოლიტიკა
"პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს"-კახა კუკავა ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდა
"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდა. კუკავამ წინასაარჩვენო დაპირებები ჭავჭავაძეზე დასაქმებულ მოვაჭრეებს გააცნო. 

პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ბანკებს ადამიანების საცხოვრებლიდან გამოსახლება აეკრძალებათ, მევახშეები კი უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

"მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საბანკო და სამევახშეო სესხების დასრულება საქართველოში. მევახშე უნდა ჩაჯდეს ციხეში,"-განაცხადა კახა კუკავამ.

რაც შეეხება ქუთაისის ფუნქციას, პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, რომ ქუთაისს პოლიტიკური ცენტრისა და საგანმანათლებლო ქალაქის სტატუსი უნდა ჰქონდეს. კუკავა მიიჩნევს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს.

"ჩვენი გუნდი გამონაკლისია, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. უნდა იმუშაოს სრული დატვირთვით და არა ისე, როგორც ახლა. ასევე, შესაძლებელია, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი თბილისიდან ქუთაისში იქნეს გადმოტანილი. ამით მოიგებს ქალაქიც, რადგან ქუთაისი დეპრესიული ქალაქია და მას ხელოვნური სტიმულირება სჭირდება,"-აღნიშნა კუკავამ.

კახა კუკავას საარჩევნო დაპირებები 10 პუნქტისაგან შედგება და როგორც "თავისუფალ საქართველოში" აცხადებენ, სია ხალხის მოთხოვნებიდან გამომდინარეა შედგენილი. დაპირებები საწვავზე მონოპოლიის გაუქმებას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, "ანტიდისკრიმინაციული კანონის" გაუქმებასა და სხვა პუნქტებს მოიცავს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი -1 - 11 °C
img
ქუთაისი 5 - 19 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019