Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ვეძებთ სანდო და საიმედო ადამიანებს"-კახა კუკავა მოქალაქეებს დამკვირვებლებად დარეგისტრირებისაკენ მოუწოდებს
"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა იმერეთის რეგიონში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდა. პარტიას შტაბები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ექნება და არჩევნებზე თითო საარჩევნო უბანზე ერთ დამკვირვებელს განათავსებს.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, "თავისუფალი საქართველო" საიმედო დამკვირვებლებს ეძებს.

"მნიშვნელოვანია, რომ 3700 უბანზე გვყავდეს დამკვირვებლები. ვეძებთ სანდო და საიმედო ადამიანებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კომისიის წევრები და დამკვირვებლები ხშირად იყიდებიან, ამის ხარჯზე კი ხდება არჩევნების გაყალბება. ჩვენი ამოცანაა 3700 წესიერი ადამიანის დანიშვნა უბანზე, რომლებიც ამომრჩევლების ხმებს დაიცავენ. მოვუწოდებ ყველას, პარტიის წევრებსა თუ პარტიებს გარეთ მყოფ ადამიანებს, მოვიდნენ ჩვენს ოფისებში და დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად,"-განაცხადა კახა კუკავამ.

პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, მოსახლეობის 70-80% იზიარებს მის საარჩევნო პროგრამას.

კახა კუკავას საარჩევნო დაპირებები 10 პუნქტისაგან შედგება და როგორც "თავისუფალ საქართველოში" აცხადებენ, სია ხალხის მოთხოვნებიდან გამომდინარეა შედგენილი. დაპირებები საწვავზე მონოპოლიის გაუქმებას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, "ანტიდისკრიმინაციული კანონის" გაუქმებასა და სხვა პუნქტებს მოიცავს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 
ანტიკრიზისული გეგმის
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
სოხუმი 14 - 21 °C
img
ფოთი 16 - 20 °C
img
თელავი 16 - 30 °C
img
მესტია 4 - 14 °C
img
ზუგდიდი 13 - 22 °C
img
ბორჯომი 9 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები