პოლიტიკა
"პრეზიდენტს რომ ფუნქცია არ ჰქონდეს, დღეს მე აქ არ ვიქნებოდი"-სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში
საარჩევნო კამპანია სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისიდან დაიწყო. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამომრჩეველს მესხიშვილის თეატრში შეხვდა. ამომრჩევლებთან შეხვედრამდე და მის პარალელურად თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 

ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილი კახი კალაძემ წარუდგინა. როგორც კალაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"მოსახლეობას მოვუწოდებ, ხმა მისცეს ზეპარტიულ, მიუკერძოებელ კანდიდატს. ის იქნება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და მას შეუძლია პირველ ზეპარტიულ, პირველ ქალ პრეზიდენტად იქცეს,"-განაცხადა კახი კალაძემ. 

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს და 73 000-მდე ხელმომწერს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ქუთაისთან სიახლოვესა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, გავრცელებული მოსაზრებები პრეზიდენტის უფლებების შესახებ მცდარია. 

"პრეზიდენტს რომ ფუნქცია არ ჰქონდეს, დღეს მე აქ არ ვიქნებოდი. პრეზიდენტის ზოგი უფლება შეკვეცილია, მაგრამ მას რჩება სხვა უფლებები. მოვდივარ იმისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ქვეყანას. ერთად უნდა გადავიდეთ 21-ე საუკუნეში, ჯერ კიდევ ვართ სადღაც შუაში გაჩხერილი,"-განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019