პოლიტიკა
საია: საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალურ წევრებში "ქართული ოცნების" აქტივისტები შეინიშნება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგი განახორციელა. ასევე, საია-მ ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია"-ს განცხადება გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც კომისიების ნეიტრალურ წევრებად "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები და სუსის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იქნენ შერჩეული.

"რამდენიმე დღეში ველოდებით კვლევის გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალურ წევრებში "ქართული ოცნების" აქტივისტები შეინიშნება. დაველოდოთ დასკვნას, იქ სხვა დარღვევებზეც არის საუბარი,"-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა, ზაალ გორგიძემ.

როგორც საიაში აცხადებენ, კომისიების დაკომპლექტებაში დარღვევები ქუთაისში, წყალტუბოში , ჭიათურაში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეინიშნება, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის კვლევაში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრმა, ლაშა შალამბერიძემ საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრებით დაკომპლექტების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. როგორც მოძრაობის წევრმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კომისიების შემადგენლობაში ნეიტრალური წევრების ნაცვლად, სახელისუფლებო ძალების მხარდამჭერები და აქტივისტები არიან შერჩეული. მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე თანამდებობის პირების ნათესავები და ახლობლებიც გადანაწილდნენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი -1 - 11 °C
img
ქუთაისი 5 - 19 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019