პოლიტიკა
საზოგადოება "ქუთაისელი": ყველაფერმა თბილისში არ უნდა მოიყაროს თავი
პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის ინიციატივას საზოგადოება "ქუთაისელში" ეხმაურებიან. განცხადება სოციალურ ქსელში საზოგადოების პრეზიდენტმა თეიმურაზ ლანჩავამ გააკეთა.

საზოგადოება "ქუთაისელში" მიიჩნევენ, რომ პარლამეტი ქუთაისში უნდა დარჩეს და მის შესანარჩუნებლად ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა უნდა იაქტიურონ.

"თბილისი საქართველოს დედაქალაქია და დიახაც უნდა იყოს პრივილეგირებული და გამორჩეული, მაგრამ ყველაფერმა თბილისში არ უნდა მოიყაროს თავი. დედაქალაქი არ უნდა დაემსგავსოს თავკომბალას. მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება რაიონებსა და ქალაქებს, რათა მნიშვნელოვნად მონაწილეობდნენ ქვეყნის მშენებლობის საერთო საქმიანობაში. მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა გაიხსენონ თბილის იქეთ არსებული ქალაქები და რაიონები და დაპირებები, რომელსაც არჩევნების წინ იძლევიან, ნახევრად მაინც უნდა სრულდებოდეს. ქალაქის მიერ არჩეულმა მაჟორიტარებმა მეტად უნდა იაქტიურონ და მხარი არ დაუჭირონ წინადადებას პარლამენტის თბილისში გადატანის შესახებ,"-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან გადატანის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. პარლამენტი ფუნქციონირებას დედაქალაქში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გააგრძელებს. ქუთაისში არსებული შენობა კი შსს საკუთრებაში გადავა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019