პოლიტიკა
"თავისუფლების 100 წუთი"-პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ქუთაისში აღნიშნეს
გამარჯვების ოლქში "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის" პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით "თავისუფლების 100 წუთი".

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღნიშვნას, კლასიკური მუსიკის პოპულარიზებასა და ახალგაზრდების დისკუსიაში ჩართულობას.

"პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კრიტიკული გააზრება", "თავისუფლება ლიტერატურაში", "ხელოვნება და წესები" - ეს ის თემებია, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა მოხსენება წაიკითხეს. გადა ამისა, 100 წუთის განმავლობაში გამარჯვების ოლქში მცხოვრებლებს შეეძლოთ მოესმინათ კლასიკუსი მუსიკისთვის და დაეთვალიერებინათ თემატური გამოფენა.

"ქალაქის კულტურული და ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭიროა მსგავსი აქტივობების განხორციელება. "თავისუფლების 100 წუთის" ორგანიზებით, გვინდოდა, გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებისთვის საინტერესო საღამოს მოწყობა. ყველაზე კარგი ამ პროცესში არის ის, რომ თავად პროგრამის ახალგაზრდები აორგანიზებენ აქტივობებს იმ უბნისთვის, სადაც ცხოვრობენ," - ამბობს ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე.

პროგრამის მონაწილის, დავით ჟორჟოლიანის თქმით, პირველი რესპუბლიკის შექმნიდან გავიდა 100 წელი, შესაამისად,  სიმბლურად აღნიშნული ღონისძიების სათაური აქედან გამომდინარეობს.

"ასეთი ღონსიძიებების გახორციელება არის მნიშვნელოვანი იმისთის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ თვითონ შეუძლიათ ამ ქალაქში ბევრი რამის შეცვლა და გაუმჯობესება. ჩვენი ყველა ღონისძიებით სწორედ ამას მოვუწოდებდით, იყვნენ აქტიურები და ერთად შევეცადოთ იმას, რომ გვქონდეს უკეთესი ქალაქი",-განაცხადა დავით ჟორჟოლიანმა, პროგრამის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის" მონაწილე და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

"თავისუფლების 1️00 წუთი" "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის" პროგრამის მონაწილეების მიერ ორგანიზებული ციკლის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო ღონისძიებაა.

ციკლი ემსაუხრებოდა 4 მიზანს: "აღმოჩენისთვის", გამარჯვებისთვი, შემეცნებისთვის და თავისუფლებისთვის". თითოეული ჩამოთვლილი სლოგანის ქვეშ, ივლისსა და აგვისტოში ერთმანეთისგან არსობრივად და ფორმით განსხვავებული სამი აქტივობა უკვე განხორციელდა. ესენია: აღმოაჩინე ქალაქი; მუნდიალის ფინალური მატჩის ჩვენება ღია ცის ქვეშ; ბიბლიოთეკაში ჩატარებული კითხვის ორკვირიანი კურსი;

პროგრამა "აქტიური ახალგაზრდები-ძლიერი თვითმმართველობისთვის" ირაკლი შენგელიას ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა სატესტო რეჟიმით მხოლოდ გამარჯვების ოლქში ხორციელდებოდა. მიმდინარე წელს ქუთაისის მასშტაბით ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება შანსი იყოს ჩართული აღნიშნულ პროგრამაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019