Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება უკან დავაბრუნებინებთ" - გრიგოლ ვაშაძე
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩეველს ქუთაისში, სპორტის სასახლეში შეხვდა. შეხვედრაზე ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები იმყოფებოდნენ. ასევე ქუთაისში ჩამოვიდა  მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.

შეხვედრა ქუთაისის ყოფილმა მერმა  გია თევდორაძემ გახსნა. "ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. მოშლილია ყველა სახელმწიფო ინსტიტური" - განაცხადა თევდორაძემ და ამით ფარული ჩანაწერების საკითხს გამოეხმაურა.  მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებს მიმართა პაატა ბურჭულაძემ.

"ხელისუფლება ებრძვის სიკეთეს, შვილმოკლულ მამებს, ფონდ "იავნანას". დარწმუნებული ვარ რა ზარალიც მიადგა "იავნანას" პირადად ივანიშვილის გადასახდელი იქნება. - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება პარლამენტის ადგილმდებარეობას, ფარული ჩანაწერების საკითხს დაუთმო. "თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება უკან დავაბრუნებინებეთ" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარი გააკეთა და მთავარ მესიჯებზე ისაუბრა. 

"მთავარი მესიჯები აქამდე იყო ჯანდაცვაზე, თავდაცვაზე, განათლებაზე, საგარეო ურთიერთობებზე ჩვენს მდგომარეობებზე და გამოსასწორებელ პრობლემებზე, მაგრამ რაზეც უნდა ვილაპარაკოტ ეს არის საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენა, რომლის წინაშეც შეთქმულებაც აღმოვაჩინეთ რუსთავი2-ის ეთერით. საქართველოდან გასულია კონსტიტუცია, კანონმდებლობა, გადავიქეცით გეოგრაფიულ ტერიტორიად, რომელსაც არაკანონიერი დაჯგუფებები მართავენ. ეს არის მთავარი მესიჯები",- განაცხადა ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება და ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტს 6 წლით მოსახლეობა აირჩევს. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 
ანტიკრიზისული გეგმის
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
სოხუმი 14 - 21 °C
img
ფოთი 16 - 20 °C
img
თელავი 16 - 30 °C
img
მესტია 4 - 14 °C
img
ზუგდიდი 13 - 22 °C
img
ბორჯომი 9 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები