პოლიტიკა
"ქუთაისის მერიის შენობა 2019 წელს სრულად ადაპტირდება"
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერიის შენობა 2019 წელს სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ასახულია ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში.

"ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდება ადმინისტრაციული შენობის სრულყოფილი ადაპტირება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად. საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და შემუშავდება შენობის ადაპტაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალება. ექსპერტი შემოგვთავაზებს უნივერსალური დიზაინის ფარგლებში შენობის ადაპტირების შესაძლებლობებს,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მისულმა ეტლით მოსარგებლე თამარ ხაჭაპურიძემ სხდომათა დარბაზში შესვლა ვერ შეძლო. მიზეზი მერიის არაადაპტირებული შენობაა. შშმ პირმა მერიის შესასვლელში განთავსებული პანდუსით ისარგებლა, თუმცა, მეორე სართულზე ასვლა, სადაც დარბაზი მდებარეობს, ვეღარ შეძლო.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი -1 - 8 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020