Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
სავარაუდო ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები - "სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. მასში ასახულია  სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13, სააგიტაციო მასალების დაზიანების 40 და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა, საეჭვო შემოწირულობის შემთხვევა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების გადადგომის ფაქტები.

ISFED-მა საარჩევნო გაერმოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა:

• ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ზეწოლა და თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელ პირებზე;
• პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მიერ კამპანიური აქტივობებისთვის ხ¬¬ელის შეშლისგან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები და დაპირებები და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, არ დააზიანონ კონკურენტთა სააგიტაციო მასალები, თავი შეიკავონ უბნებზე კოორდინატორების მობილიზებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლისგან;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აღკვეთონ საჯარო სამსახურებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმბული პირებისთვის ე.წ. "მხარდამჭერთა სიების" შეგროვების დავალება, ასევე საჯარო მოხელეების აგიტაციაში იძულებით ჩართვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უნდა დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლო ფაქტები, არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში, მიაწოდონ ინფორმაცია მათთან დასაქმებულ საჯარო პირებს საარჩევნო პროცესში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ..

ანგარიში ვრცლად იხილეთ - http://www.isfed.ge/main/1427/geo/
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის