Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 53 მილიონი იქნება
ქუთაისის მოქალაქეებმა 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა მათთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პროექტი წარუდგინეს ადგილობრივ თვითმმართველობას: სოციალური, ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულებით. ღია კენჭისყრით გამოვლინდა ის 3 პროექტი, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს წარედგინება განსახილველად და აქედან ერთ-ერთი, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში აისახება.

ეს პროექტებია: საბავშვო ბაღებში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ატრაქციონების მონტაჟი,ფასადების, ტროტუარებისა გარე განათების საკითხები და დამხმარე მეურნეობა. 

2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებული ვარიანტი სავარაუდოდ 53 მილიონი იქნება. ქუთაისი რეგიონალური განვითარების ფონდიდან  11 მილიონი ლარის ტრანსფერს ელოდება, რაც შარშან ეს თანხა 8 მილიონი იყო. გარდა ამისა, მილიონ  765 000 ლარით გაიზრდება გათანაბრებითი ტრანსფერი. 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები კი ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები იქნება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სახალხო განხილვები კვლავ გაგრძელდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები