პოლიტიკა
"ძალა ერთობაშია" "ქართულ ოცნებას" თაღლითობაში ადანაშაულებს
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"  ქართულ ოცნებას თაღლითობასა და ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებს. ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლის, გიგა შუშანიას განცხადებით,  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარე 204 ათასი (20ჰექტარი) კვადრატული მეტრი მიწა ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელზეც 270 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო და 2–3 წელიწადში უნდა აშენებულიყო რამდენიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სტადიონი, კაზინო, დიდი სავაჭრო ცენტრი.

"ამ პროექტს უწოდეს "ოცნების ქალაქი". გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია" მიაჩნია, რომ ეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად იყო ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და ქუთაისმა "ოცნების ქალაქის" ნაცვლად მიიღო საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა, ქალაქიდან მასიური მიგრაცია, გაღარიბებული მოსახლეობა და გადათხრილი ქუჩები.
მიუხედავად საკრებულოს დადგენილებისა და წინასწარი შეთანხმებისა, რომ მიწა პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში უკან დაუბრუნდებოდა ქალაქს, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს აღნიშნული მიწის გადმოცემაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ მიწის მისაკუთრებით დაინტერესებულია პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეკონომიკის სამინისტრო კი მისთვის გადასაცემად ამზადებს აღნიშნულ მიწას. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული მიწა სასწრაფოდ დაუბრუნდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტს, მოვუწოდებთ ქუთაისის საკრებულოს მისი დადგენილების შესაბამისად დაიცვას ქალაქის ინტერესები, ასევე დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ამ ავანტიურაში მონაწილე ყველა პირი."- აცხადებს გიგა შუშანია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
16:09 / 15.07.2019
ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
ქუთაისში, გრიშაშვილის 26-ში მდებარე
16:40 / 12.07.2019
ქუთაისში, გრიშაშვილის 26-ში მდებარე "თიბისი ბანკის" ფილიალთან
ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
14:49 / 12.07.2019
ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
პარტია
13:16 / 12.07.2019
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე
12:52 / 12.07.2019
"ჟესტი - ხელით დაფარული თვალი, მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 18 - 32 °C
img
ბათუმი 19 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019