პოლიტიკა
"2019 წლის ბიუჯეტი მიუთითებს იმაზე, რომ ქუთაისი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტი არ არის"
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიგა შუშანია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრობს. როგორც შუშანია ამბობს, მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 10 მილიონითაა შემცირებული და 49 მილიონს შეადგენს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, 2019 წელს ბიუჯეტის ნახევარს 24,5 მილიონ ლარს მერია ხელფასებში დახარჯავს. 7 მილიონი ლარი მოხმარდება მერიისა და საკრებულოს აპარატის შენახვას. წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2019 წლის ბიუჯეტიდან 180 000 ლარი დაიხარჯება, ავტოპარკის შენახვაზე 350 000 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება გზებს, როგორც შუშანია ამბობს, წელს 8 მილიონით არის შემცირებული თანხები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

"ქართული ოცნება" აგრძელებს ქუთაისელების მოტყუებას. 2019 წლის ბიუჯეტი მიუთითებს იმაზე, რომ ქუთაისი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტი არ არის. ხელისუფლებამ ქალაქს პარლამენტი წაართვა და არც განვითარებაზე ფიქრობს. ქუთაისი მომავალ წელსაც მაჩანჩალა ქალაქი იქნება,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გამოყოფილი თანხების განახევრებით შესაძლებელი იქნება ბაღების, სამუსიკო სასწავლებლებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლების ხელფასების 200 ლარით ზრდა. 

შუშანიამ ქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტში თანხები არც რიონისპირა სახლების, გაპონოვის ქუჩის, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვისაა გამოყოფილი, რასაც დეპუტატმა წინასაარჩევნოდ სატყუარა უწოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებას ბიუჯეტის უკან გაწვევისაკენ მოუწოდებს და ქუთაისელებზე უფრო მეტად მორგებული ახალი პროექტის საკრებულოში შეტანას ითხოვს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019