პოლიტიკა
ქუთაისში დაანონსებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საჭირო თანხები 2019 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის
ქუთაისში დაანონსებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საჭირო თანხები ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის. ბიუჯეტის პროექტში არაფერია ნათქვამი ბოტანიკურ ბაღში საფეხმავლო ხიდის მშენებლობაზე, ასსაფეხურიანი კიბისა და რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაზე.

როგორც ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე აცხადებს, აღნიშნული პროექტების დაფინანსებაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა გაიზრდება. ამ ეტაპზე, ქუთაისის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიხარჯება.

"ამ თანხით შესაძლებელია როგორც კიბეების გაკეთება, ასევე იმ პროექტების, რომლებზეც იქნება მოთხოვნა,"-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ და განმარტა, რომ ბალახვნის კიბეების რეაბილიტაცია მერიამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს კიბეებთან არსებული ტერიტორია მერიისათვის კვლავ არ გადაუცია.

რაც შეეხება რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას, ნიშნიანიძის განმარტებით, პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მაშინ, როდესაც პროექტის დაფინანსებაზე განკარგულება არ არსებობს, წინასწარ მისი ასახვა ბიუჯეტში ვერ მოხდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა ამ დროისათვის დაახლოებით 30 მილიონს შეადგენს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019