პოლიტიკა
"მიმართონ შესაბამის უწყებებს და ვნახოთ"-ქალაქის მერი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს ქუთაისის მერმა და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიღვარიამ უპასუხა. ოპოზიცია მმართველ გუნდს ქუთაისში ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.

"სრულ აგონიაში არიან, აგებენ და რა მოიგონონ აღარ იციან. დადონ რაიმე ფაქტები თუ აქვთ. დადონ მტკიცებულებები, მიმართონ შესაბამის უწყებებს და ვნახოთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი დღეს გამართა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიგა შუშანია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის აქტივისტები კარდაკარ გრიგოლ ვაშაძის სახელით დადიან და ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს სთხოვენ. როგორც შუშანია განმარტავს, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერების იდენტიფიცირების შემდეგ, მათზე ზეწოლას ახდენენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი კონკრეტულ სახელსა და გვარებსაც ასახელებს. ერთ-ერთი მათგანი მალხაზ აბაშიძეა, რომელიც, შუშანიას ინფორმაციით, ერთ–ერთი ა(ა)იპის თანამშრომელი, გიორგის ჭიაღვარიასთან და საკრებულოს წევრებთან დაახლოებული პირია. ასევე, ბუხაიძის ქუჩა #18 და #20 ბინებში გრიგოლ ვაშაძის სახელით ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებდა ხატია ელიავა, რომელიც "ქართული ოცნების" გამარჯვების შტაბის წარმომადგენელია. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის ერთ-ერთი კლასის დამრიგებელი, ლალი გახოკიძე კი ზეწოლად მოსწავლეების მშობლებზე ახორციელებს. გახოკიძე მათ სატელეფონო საუბრებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019