უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, "ალმა რუს საქართველომ" 185 000 ლარი უნდა დააბრუნოს
"ალმა რუს საქართველოს", რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას
ახორციელებდა,
ქუთაისის მერიისათვის 185 000 ლარის დაბრუნება მოუწევს. კომპანიას
ხელშეკრულება გუშინ, 5 დეკემბერს ცალმხრივად შეუწყდა. როგორც ქუთაისის
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს,
ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები
გახდა. კომპანიას თანხა 5 დღის ვადაში უნდა დააბრუნოს.
"სამუშაოები უნდა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ვინაიდან
ვერ მოხდა ამ სამუშაოების დასრულება, შეწყდა ხელშეკრულებაც. ასევე,
მონიტორინგის ჯგუფს ხარისხთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები. 5 დღის
გასვლას დაველოდებით და მივმართავთ სამხარაულის ექსპერტიზას.
პრეტენზიები არ გვაქვს ხიდის მდგრადობასთან დაკავშირებით,"-განაცხადა
ბექა ყურაშვილმა.
ქუთაისის მერიას "ალმა რუს საქართველოსთვის" 290 000 ლარი აქვს
გადარიცხული. სწორედ აღნიშნული თანხიდან მოუწევს მას 185
000 ლარის დაბრუნება.
მასალის გამოყენების პირობები