Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"მნიშვნელოვანია, რომ ახალი რედაქციით იცვლება ქვეყნის მოწყობის წესი"- ირაკლი შენგელია
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაშია. ქუთაისის საკრებულოს წევრი, გამარჯვების ოქლის მაჟორიტარი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას აფასებს. მისი განცხადებით ეს მნიშნევლოვანი ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.

"გილოცავთ ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით ამოქმედებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის. ახალ კონსიტუციაში ჩვენი, მოქალაქეების მისწრაფებები არის ასახული, რომელსაც ბევრ სიკეთესთან ერთად მივყავართ დემოკრატიის განმტკიცებისკენ და ჩვენი ხვალინდელი დღის განვითარებისკენ.წინ ძალიან საინტერესო წლები გველის.  მნიშვნელოვანია რომ ახალი რედაქციით იცვლება ქვეყნის მოწყობის წესი, რაც ითვალისწინებს ძლიერ საპარლამენტო რესპუბლიკას რაც თავის მხრივ ნიშნავს დემოკრატიული მართველობის უფრო მაღალ სტანდარტს.
დღეიდან კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლებას. ეს უფლება გავრცელდება ნებისმიერ ადამიანზე და არა მხოლოდ მოქალაქეზე. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იქნება პროფესიული საიდუმლოება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციას ემატება ნორმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე. ამ და ბევრი საინტერესო სიახლეების ფონზე მჯერა საქართველოს წინ ძალიან საინტერესო წლები ელის, რომელიც ქავეყნის დემოკრატიული განვითარებისა და გამყარების პროცესზე მხოლოდ დადებითად აისახება." - აცხადებს ირაკლი შენგელია. 
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 15 °C
img
ბათუმი 10 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020