პოლიტიკა
"იქნებ თქვენ მაინც დაუგდოთ ყური ჩვენს თხოვნას, დაგვეხმაროთ და დაატოვებინოთ პარლამენტი ქუთაისში ”მაგათ”"- მიმართვა პრეზიდენტს
საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს ქუთაისიდან მიმართავენ. მსახიობი ენდი ძიძავა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხს ეხმაურება. ის საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს, დაატოვებინოს პარლამენტი ქუთაისში მმართველ გუნდს.

"ქალბატონო პრეზიდენტო! კიდევ ერთხელ გილოცავთ და პირდაპირ საქმით დავიწყებ. გადამღლელი დღეები გაქვთ ვიცი, მაგრამ დრო არ ითმენს, ქალბატონო პრეზიდენტო! თქვენ ხომ ხალხის პრეზდენტი ხართ?!იქნებ თქვენ მაინც დაუგდოთ ყური ჩვენს თხოვნას, დაგვეხმაროთ და დაატოვებინოთ პარლამენტი ქუთაისში "მაგათ", ისინი ხომ დეპუტატების მანდატებით მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე და კომფორტზე ფიქრობენ, ქალბატონო პრეზიდენტო?!... თქვენ ხომ ჩვენზე, ყველაზე, კარგად იცით ამ სტატუსის შენარჩუნებით რა დიდი საქმე გაუკეთდება ჩემს ქალაქს... დარწმუნებული ვარ, თქვენი დიდი წინაპარი, თქვენი დიდი ბაბუა ნიკო ნიკოლაძე არასოდეს დაეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას... დაგვეხმარეთ!  მე მჯერა რომ , თქვენ ხალხის პრეზიდენტი ხართ!!!"- წერს ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე. 


შეგახსნებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგირაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი აღარაა. მმართველმა გუნდმა კონსტიტუციურ პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი არ მიუთითა. შესაბამისდ, მოგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად დაბრუნდეს.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში კი საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
16:09 / 15.07.2019
ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
ქუთაისში, გრიშაშვილის 26-ში მდებარე
16:40 / 12.07.2019
ქუთაისში, გრიშაშვილის 26-ში მდებარე "თიბისი ბანკის" ფილიალთან
ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
14:49 / 12.07.2019
ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
პარტია
13:16 / 12.07.2019
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე
12:52 / 12.07.2019
"ჟესტი - ხელით დაფარული თვალი, მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 18 - 32 °C
img
ბათუმი 19 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019