Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ
ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადასცა. ბინები ახალაშენებულ კორპუსშია. მათგან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი. ამ ეტაპზე ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.

"ეს ოჯახები იმის მიხედვით შეირჩა, რომ ისინი სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში ცხოვრობდნენ. მიხარია, რომ ეს ადამიანები ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდებიან. თუმცა, ეს არის მცირე ნაწილი. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში ბინა მომავალ წელს 400-ზე მეტ დევნილს გადაეცემა, რეგიონში კი 750-ზე მეტს,"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ახალაშენებულ კორპუსში ბინა დევნილმა ზაირა ვეკუამაც მიიღო, რომელიც საცხოვრებელს 25 წელი ელოდა.

"კოჩარიდან ვარ დევნილი. 25 წელი ველოდი საცხოვრებლის გადმოცემას. ვცხოვრობდით უმძიმეს პირობებში. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. 8-სულიანი ოჯახი ვართ და ორი ოროთახიანი ბინა გადმოგვცეს,"-განაცხადა ზაირა ვეკუამ.

2013 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 15 °C
img
ბათუმი 10 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020