Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ძირითადად ფორსმაჟორულ სიტუაციებში ვიყენებდით"-რაში დაიხარჯა ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი
ქუთაისის მერს სარეზერვო ფონდის ხარჯთაღრიცხვის ანგარიშის წარდგენისაკენ მოუწოდეს. საკრებულოზე საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა დააყენა. როგორც ფრაქცია "ევროპული საქართველს" წევრი აცხადებს, საზოგადოებისათვის და ოპოზიციისათვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრინციპი უცნობია.

"გვაინტერესებს მთავარი პრინციპი, რის მიხედვით იხარჯება სარეზერვო ფონდი. ყოველდღიურად 2 000 ლარზე მეტი თანხა გაიცემა. უნდა იყოს დასაბუთებული თუ რა არის პრიორიტეტი. აპირებთ თუ არა თქვათ, რაში დახარჯეთ ნახევარ მილიონზე მეტი,"-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

ოპოზიციის ბრალდებებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უპასუხა. მისი განმარტებით, თანხა იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე დაიხარჯა, რომელთაც პროგრამების ფარგლებში დახმარება ვერ გაეწიათ. ასევე, თანხები დაიხარჯა სტიქიის შემდგომ სამუშაოებში.

"თანხა დაიხარჯა იმ ადამიანებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და ვერ ისარგებლეს პროგრამებით. ასევე, ბევრი ხანძარი გვქონდა ქალაქში. ძირითადად ფორსმაჟორულ სიტუაციებში ვიყენებდით,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020