კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი
ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს ოთხ ფრაქციას ("ქართული ოცნება",
"ქართული ოცნება - მწვანეები", "ქართული ოცნება - მრეწველები",
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") ჰქონდა. კერძოდ, ფრაქცია "ქართული
ოცნების" ინიციატივა შეეხებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის
წარმომადგენლების ჩართულობას, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური
საკითხების განხილვას; ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების"
წინადადებები ახალი სკვერების მოწყობასა და არსებულის აღდგენაზე,
ასევე დასუფთავების საკითხებზე მომზადდა; ფრაქცია "ქართული ოცნება -
მრეწველების" ინიციატივები შეეხებოდა კომისიებისა და ფრაქციების
საქმიანობას - მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში არ არის აღნიშნული
კონკრეტულად, თუ რას უკავშირდებოდა ფრაქციის წერილობითი
შეთავაზებები.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივები კი
უკავშირდებოდა მედიკამენტების, კომუნალური, ასევე ახალშობილთათვის
ვაუჩერების გაცემის საკითხებს, სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას,
მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას სტუდენტური ტარიფის
დაწესებას, სკოლებითვის თანხის გამოყოფას, პარკირების ახალი ტარიფის
დაწესებას და ა.შ., თუმცა, არც ერთი წინადადება საკრებულოს
უმრავლეობას არ გაუზიარებია.
,,მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის სამგზავრო ღირებულების განახევრება კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული,’’
,,მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის სამგზავრო ღირებულების განახევრება კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული,’’
მასალის გამოყენების პირობები