პოლიტიკა
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი მოქალაქეების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი მოქალაქეების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. შეხვედრა, რომელიც სასტუმრო ლაზაში გაიმართა 150-მდე მოქალაქე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე.

პარლამენტის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოს მკვიდრებს 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული საპარლამენტო საქმიანობისა და მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"დღევანდელ დეპუტატის ანგარიშზე გარდა განხორციელებული საქმიანობებისა, ასევე გვქონდა სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია, რომელის განხორციელებას 2019 წელს მუნიციპალიტეტთან ერთად ვგეგმავთ. ასევე ვისაუბრე იმ საკანომდებლო ინიციატივებზე, რომელიც პირადად ჩემი ინიცირებულია. ანგარიშის მეორე ნაწილი ითვალისწინებდა მადლობის სიგელების გადაცემას იმ ადამიანებისთვისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც 2018 წელის განმავლობაში თავიანთი აქტიურობითა და ნაყოფიერი მუშაობით ხელი შეუწყვეს წყალტუბოს როგორც კურორტის, როგორც ბალნეო ცენტრის, ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას".- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

ანგარიშის მეორე ნაწილი მადლობის სიგელების გადაცემას დაეთმო. დეპუტატმა მადლობის სიგელი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს გადასცა მათ შორის იყო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ფოტოგრაფი, რედაქტორი, პედაგოგი, აგრონომი და ღვინის მარანი. ღვინის მარანის "ოტიას ეზო" წარმოადგენლის თქმით წახალისება ნიშნავს წყალტუბოს მეტ განვითარებას.

"დეპუტატის მხრიდან ანგარიშით ხალხის წინაშე წარსდგომა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. რაც შეეხება მადლობის სიგელს, ნებისმეირი წამახალისებელი ჯილდო არის ნამდვილად სტიმული ადამიანისთვის და გიჩენს მეტის გაკეთების სურვილს. ის რომ დეპუტატი ჩვენს გვერდით დგას გვაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტი მოვიძიოთ როგორც გალობის ძველი ნიმუშები ასევე ქართული ხალხური სიმღერების ნიმუშები და სურვილი ნამდვილად არის უფრო დიდი, რომ ამ კუთხით გავაგრძელოთ აქტიურად მუშაობა და მოღვაწეობა." - განაცხადა ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის ანსაბლი,,ნადური''-ს წევრმა  მამუკა ჩხეტიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოს მცხოვრებლების წინაშე წლის შემაჯამებელი ანგარიშით მეორედ წარსდგა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019