პოლიტიკა
"ბავშვთა სოფელში" ახალი კორპუსი გაიხსნება

"ბავშვთა სოფელში" ახალი კორპუსი გაიხსნება, რომელშიც 18-დან 24 წლამდე ექვსი ახალგაზრდა იცხოვრებს.

პროგრამის დასაფინანსებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამოყო, აქედან 27 500 ლარი "დღის ცენტრის" მხარდაჭერის პროგრამას, ხოლო 12 500 ლარი ახალ საცხოვრისს მოხმარდება.

"2019 წლიდან გადავწყვიტეთ, გაგვეფართოვებინა ჩვენი თანამშრომლობის არეალი. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქუთაისის მერია აფინანსებს საცხოვრისის პროგრამას. ეს პროგრამა არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული საჭიროების წინაშე დგანან ქვეყანაში ის 18 წელს მიღწეული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე გამოვიდნენ სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახი და სწორედ ეს საცხოვრისი მათ სთავაზობთ სახლს, საოჯახო ტიპის სერვისს და მხარდაჭერას. ქუთაისის მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთი სერვისის განვითარებას, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისკენ. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 18 წელს ზემოთ არიან და სახელმწიფო მზრუნველობა მათზე აღარ ვრცელდება, ქუთაისის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომის პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას უწევს,"- განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.

კორპუსი 1-ლი თებერვლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:01 / 14.12.2019
"დღეს ქუთაისი ხელისუფლების გარეშე დარჩა"-
მოძრაობა
16:32 / 13.12.2019
მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები  აცხადებენ, რომ 14 დეკემბერს, თბილისში,
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 10 °C
img
ქუთაისი 8 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019