ქუთაისის მერიის 4 შპს-სა და აიპის ხელმძღვანელებს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვთ შევსებული
იმერეთში მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვს შევსებული. კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მოამზადა. ორგანიზაციის წევრებმა ხელმძღვანელი პირების 45 დეკლარაცია შეისწავლეს.

კვლევის შედეგად, იმერეთში დეკლარაციის არასრულად შევსების 16 ფაქტი გამოვლინდა. 7 შემთხვევა საკუთარი და ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული წილების მიუთითებლობას ეხება. 6 შემთხვევაში თანამდებობის პირებს საკუთარი წილი სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, ხოლო 3 შემთხვევაში არ აღუნიშნავთ ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება.

ორგანიზაციამ ქუთაისში 4 ფაქტი დააფიქსირა. ქუთაისის ა(ა)იპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის კოოპერატივ "ბარაქას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და 20%-იანი წილის მესაკუთრეა.

დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელს მაია ნადარეიშვილსაც. მან 2018 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, ბიქტორ ბალანჩივაძე არის შპს "ლუკა XXI"-ს 25%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი, ასევე შპს "მერონის" 10%-იანი წილის მფლობელი.

რაც შეეხება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორს, თეიმურაზ კიკვაძეს, მან 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს "მოგას" 6%-იანი წილის მესაკუთრე, ასევე შპს "მ.ვ.კ. 2011-ს" 100%-იანი წილის მფლობელი.

კვლევაში ნათქვამია, რომ შპს "ქართული ტრადიციები 2011-ის " დირექტორს ირაკლი სარიშვილს 2018 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ის არის შპს "ავტო კომფორტის" დირექტორი და 50%-იანი წილის მესაკუთრე. ასევე, მან დეკლარაციაში არ ასახა ინფორმაცია მამის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ: ოთარ სარიშვილი არის შპს "ზორიოზონის" 100%-იანი წილის მესაკუთრე, შპს "თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრის" 33%-იანი და შპს "კავკასტურის" 100%-იანი წილის მესაკუთრე. ოთარ სარიშვილი არის ზემოთ ჩამოთვლილი სამივე შპს-ს დირექტორი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
პარტია
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 28 °C
img
ქუთაისი 19 - 30 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 27 °C
img
თელავი 18 - 27 °C
img
მესტია 8 - 21 °C
img
ზუგდიდი 19 - 28 °C
img
ბორჯომი 13 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ