პოლიტიკა
რა ქონება დამალეს ხონისა და სამტრედიის მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა
იმერეთში მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვს შევსებული -ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კვლევაში მოხვდა ა(ა)იპ "საფეხბურთო კლუბის ხონის იმერეთის" დირექტორი რამაზ სანიკიძე. მან 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის შპს "საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტე-2"-ის 100 %-იანი წილის მფლობელია. გარდა ამისა, სანიკიძეს აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან კვლევაში სამი მუნიციპალური იურიდიული პირია წარმოდგენილი. მათ დეკლარაციაში საკუთარი, მეუღლის ან შვილის საკუთრება არ აქვთ მითითებული. ა(ა)იპის  "სახლი თანადგომა"-ს დირექტორს ზემინარ ბოხუას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ ის სამტრედიის ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართის თანამესაკუთრეა. ასევე, არ აღუნიშნავს შვილის, არჩილ ფანცულაიას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება  სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე. 

ა(ა)იპ "სამტრედიის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის" დირექტორმა იაგო ჭაფოძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მეუღლის, ელენა ჭკადუას საკუთრებაშია სამტრედიაში, 9 აპრილის ქუჩის #88-ში არსებული 607 კვ.მ. უძრავი ქონება.

შპს "სპორტული კომპლექსი-სამტრედიას" დირექტორს ალექსანდრე სტურუას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს მისი კუთვნილი 25%-იანი წილი შპს "უმნიში". კანონმდებლობის თანახმად, მას აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.


ფოტო: ინტერნეტ სივრცე

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
22:00 / 19.09.2019
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019