პოლიტიკა
ქუთაისის ცენტრალური უბანი შშმ პირთათვის ადაპტირდება
ქუთაისის ცენტრალური ისტორიული უბანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ადაპტირდება. მერიას აღნიშნულის განხორციელებაში დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაეწევა. მოხდება ქუთაისის ცენტრალურ უბანში შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა, მათი მოგვარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და ამ პრობლემების შესაბამის რუკაზე დატანა. უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები.

"ქუთაისში დიდი გუნდით ვართ ჩამოსული. ჩვენთან არიან ურბანისტები და შშმ პირების საკითხზე მომუშავე ადამიანები. მათი დახმარებით მოხდება ქუთაისის 25 ჰა-მდე ტერიტორიის შესწავლა. შევისწავლით საჭიროებებს და დავიტანთ რუკებზე. გარე პერიმეტრი ადაპტირებული იქნება არა მხოლოდ შშმ პირებისათვის, არამედ ბავშვებისათვის, ხანდაზმულებისათვის,"-განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ნინო კაკუბავამ.

გარემოს შშმ პირებზე ადაპტირებისთვის საჭირო თანხებს ქუთაისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტში გამოყოფს.

ასევე, იგეგმება ქუჩების უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შექმნა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სამომავლოდ ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში გაითვალისწინებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
შპს
14:33 / 16.07.2019
შპს "მაკნატუნას" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოწმებს.
პარტია
13:35 / 16.07.2019
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერს
ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
16:09 / 15.07.2019
ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 21 - 33 °C
img
ქუთაისი 18 - 30 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019