“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, თვითმმართველობაში ერთი ახალი სამსახური და ერთი ახალი აიპი იქმნება. მისივე განმარტებით, კულტურის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ახლა უკვე კულტურის აიპის გაუქმება იგეგმება. შუშანია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია პარტიული აქტივის დასაქმებას ისახავს მიზნად.

“რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისი მიიღებს გაზრდილ ბიუროკრატიას, ჩინოვნიკებისა და პარტიული აქტივების დასაქმების ზრდას. მათ შენახვაზე ბიუჯეტიდან კიდევ უფრო მეტი თანხა დაიხარჯება, პრობლემები ქალაქში კი კვლავ უცვლელი დარჩება. დაგეგმილი ახალი აიპისა და სამსახურის შექმნა დასაქმების ბიუროს ფუნქციას უფრო შეითავსებს, ვიდრე რაიმე კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე იმუშავებს. რაც შეეხება კულტურის განყოფილების გაუქმებას, ამით დასტურდება, რომ ქალაქის მერისათვის კულტურა პრიორიტეტი არ არის. ის მხოლოდ თეატრალური მერისა და მსგავსი ტიტულების მიღებაზეა ორიენტირებული,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულება თებერვლის თვის ბოლოს იგეგმება.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *