პოლიტიკა
გია გოქაძემ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სასამართლო დავა მოუგო
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი წარწერების დაკვრისათვის არ დაჯარიმდება. გია გოქაძემ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სასამართლო დავა მოუგო. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 25 თებერვალს გამოაცხადა. მოსამართლე დარინა აბულაძის განცხადებით, გია გოქაძის მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დასტურდება.

"ქვეყანაში სასამართლო სისტემის კუთხით მძიმე მდგომარეობაა. არ ვიცი, ამ შემთხვევას შეიძლება გამონათება დავარქვათ. დღეს, სასამართლომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღო. ჩემ შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არის. მერიას არ უნდა ჰქონდეს იმის ფიქრი, როგორ დააჯარიმოს ადამიანები იმის გაკეთებისათვის, რაც მისი გასაკეთებელია,"-განაცხადა გია გოქაძემ.

​სხდომაზე არ გამოცხადნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მერიას სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეუძლია.

ქუთაისის მერია გია გოქაძეს ჯარიმას თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი წარწერების დაკვრის გამო აკისრებდა. "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრებმა აქცია ხიდზე იანვრის თვეში მოაწყვეს და მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, რომ ხიდზე გადაადგილება სახიფათო იყო.

ფოტო:რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
22:00 / 19.09.2019
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
22:36 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
22:36 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019