პოლიტიკა
კაფე ,,სავანეს" მფლობელები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ
კაფე ,,სავანეს" მფლობელები აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, თუ მერია მათ საკუთრებას კანონიერად არ ცნობს, საპროტესტო აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. 

კაფეს მეპარტონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი. 

"2 წლის წინ მივმართეთ სასამართლოს. მოვითხოვეთ აზომვითი ნახაზის ბათილობა. სასამართლომ მესაკუთრეობა დაადგინა, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. სასამართლო წამოვიდა ინიციატივით, რომ მხარეები მოვრიგებულიყავით და მერიამ განაცხადა, რომ თავიანთი ქონება მეპატრონეებს წელიწადში 16 000 ლარად უნდა ექირავებინათ. მერიის წარმომადგენელმა, ირაკლი გიორგაძემ, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თუ მორიგება არ შედგებოდა, მეპატრონეებს ქონებას ჩამოართმევდნენ. ამ ხალხს აქვს დაუსჯელობის სინდრომი, რომ მათთვის ყველაფერი შესაძლებელია,"-განაცხადა ადვოკატმა ნინო მეფარიშვილმა.

ობიექტის მეპატრონეები ამბობენ, რომ ტერიტორიის მისაკუთრების მცდელობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების დროს დაიწყო. მათი თქმით, მერიის მაღალჩინოსნებს ობიექტთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვთ.

"2000 წელს კაფეს მესაკუთრე იყო შპს "ნიკოლო", ტურაბელიძეების მამა, რომელმაც სკვერის, კაფეს ქვეშ არსებული ნაწილის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. 2000-2001 წლებში სასამართლო პროცესები ჩატარდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სკვერი არის გაუსხვისებელი ქონება, მუნიციპალური საკუთრება. გაუსხვისებელ ქონებასთან ერთად, ცენტრალური ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მისი საკუთრებაში გადაცემა არ შეიძლებოდა. წლების განმავლობაში ტურაბელიძეები ქონებით სარგებლობდნენ ისე, რომ  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თეთრს არ იხდიდნენ,"-განაცხადა ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფრომა, ირაკლი გიორგაძემ.

როგორც იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, 23 წლის წინ ტურაბელიძეებმა მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია შეიძინეს, რომელიც  მიწასთან უძრავად დაკავშირებული არ იყო.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019