პოლიტიკა
"ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება და შემდეგ კერძო სექტორს ჩართავს"- შენგელია ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციაზე
პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ქუთაისში მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი შენგელია ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლის დროს, შენგელიამ ყურადღება ქუთაისში დაანონსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ისტორიული უბნის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი, რომელიც სახელმწიფო ინვესტიციით ხორციელდება, მომავალში ბევრ ბიზნესმენს დააინტერესებს.

"ეს პროექტი იქნება სავიზიტო ბარათი ქუთაისისთვის. ეს იქნება უბანი, რომელიც ტურიზმს მოიზიდავს და დიდი საინვესტიციო პოზიციის მატარებელია. ეს იქნება ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება და შემდეგ კერძო სექტორს ჩართავს,"-განაცხადა შენგელიამ.

ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია 2020 წლის I კვარტალში დაიწყება. სავარაუდო ბიუჯეტი 25 მილიონი ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული უბნის, რიონის სანაპიროზე განლაგებული მე-19 საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციასა და
"წითელი ხიდიდან" "ჯაჭვის ხიდამდე", მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკის მოწყობას.

გიორგი შენგელიამ დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაციის პრეზენტაციაც გააკეთა. მისი განმარტებით, დღესდღეობით მუზეუმში არსებული პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება და აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.

მუზეუმში რეაბილიტაცია 2020 წლის I კვარტალში დაიწყება. სავარაუდო ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული და გამოყენებითი ხელოვნების 3000-მდე ექსპონატი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ პროექტებსაც შეეხო. მისი განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა უბისისა და გელათის მონასტერთან. სამუშაოები მიმდინარეობს მოწამეთას მონასტერთან და კაცხის სვეტთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები და ვანის მუზეუმის მშენებლობა. დასრულდა წყალტუბოს საკურორტო ზონის სრული რეაბილიტაცია, ახლა კი მიმდინარეობს შადრევნის რეაბილიტაცია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ პროპორციულ
საარჩევნო
13:48 / 22.11.2019
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო
13:46 / 22.11.2019
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მერიის ააიპების თანამშრომლებმა
პარტია
13:10 / 22.11.2019
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში,
ქუთაისში, პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი
მხეიძის
13:01 / 22.11.2019
ქუთაისში, პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის
ამინდი
თბილისი -2 - 4 °C
img
ქუთაისი 5 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 16 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019