Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ხარაგაულის ვიცე-მერმა, არჩილ მაღრაძემ, თანამდებობა დატოვა
ხარაგაულის ვიცე-მერმა არჩილ მაღრაძემ თანამდებობა დატოვა. ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ვიცე-მერი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. არჩილ მაღრაძის შესახებ ინფორმაცია მერმა ოფიციალური facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ნიკოლოზ თოფურიძე მას გაწეული მუშაობისათვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ არჩილ მაღრაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხარაგაულის 78 სოფლიდან 60-ზე მეტ სოფელში მოწესრიგდა და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებს. 

"ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ვგეგმავდით და ვაკეთებდით ყველა პროექტს ხარაგაულისთვის, რაც ამ სამი წლის განმავლობაში გსმენიათ, გინახავთ ან წაგიკითხავთ. ერთად ვმსჯელობდით და ვფიქრობდით რა იყო უკეთესი, როგორ სჯობდა ხალხისთვის, მუნიციპალიტეტისთვის. ერთად დავსახეთ პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც დროშია გაწერილი და რომელთა განხორციელებაც აუცილებლად დაუკავშირდება არჩილ მაღრაძის სახელს ხარაგაულში!

სამი წელი ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პრობლემები ისევ რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ რუტინაში თქვენთვის შრომას.
არჩილ მაღრაძე იყო გამართული საჯარო მოხელე, თავის ყველა ღირსებით!
ის იკავებდა მერის პირველი მოადგილის თანამდებობას და კურირებდა ინფრასტრუქტურას. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხარაგაულის 78 სოფლიდან 60-ზე მეტ სოფელში მოწესრიგდა და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღდგა 30-ზე მეტი ხიდ-ბოგირი და ხიდი, რომლებიც სტიქიის ფონდით დაფინანსდა. ამავე ფონდით სხვადასხვა სოფლებში 40-მდე ამორტიზებულ მონაკვეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ზოგიერთ მათგანზე დაისხა ბეტონის საფარი. უნდა აღვნიშნო, რომ მისი დიდი დამსახურებაა წელს ვერტყვიჭალასა და საღანძილეში ახალი საბავშვო ბაღების აშენება რომ იგეგმება.

მინდა მადლობა გადავუხადო არჩილს ერთგულებისთვის, მეგობრობისთვის და ყველა იმ გაკეთებული საქმისთვის, რასაც დაუზარლად, დიდი მონდომებით ხარაგაულის სიყვარულით აკეთებდა.
არჩილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და წავიდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ იგი ისევ იქნება ჩართული ხარაგაულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში!
წარმატებებს ვუსურვებ კარგ მეგობარს და კარგ ქართველს!" - წერია თოფურიძის განცხადებაში. 

ფოტო: ხარაგაულის მერის ოფიციალური გვერდი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020