პოლიტიკა
"გარდაცვლილ პირთა რაოდენობა სამუშაო ადგილებზე წლიდან წლამდე იზრდება" - ნინო ლომჯარია
"გავაკეთე განცხადება ჭიათურის მოვლენებთან დაკავშირებით და როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდა, თუმცა საკითხები და პრობლემები რაზეც ვსაუბრობდით აქტუალურია და რჩება." - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება და შრომის ინსპექტირება.

"გავაკეთე განცხადება ჭიათურის მოვლენებთან დაკავშირებით და როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდა, თუმცა საკითხები და პრობლემები რაზეც ვსაუბრობდით აქტუალურია და რჩება. ეს ეხება შრომის საათების მაქსიმალურ ოდენობას და იმას რომ ხშირ შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო საათები არ ანაზღაურდება. გარდაცვლილ პირთა რაოდენობა სამუშაო ადგილებზე წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება შრომის უსაფრთხოების წესებზე კონტროლის გამკაცრების მიზნით, ეს ციფრებიც ცხადჰყოფს , რომ ეფექტური აღსრულება ვერ ხერხდება. მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებით უფრო ეფექტური გახდეს ღონისძიებები და შრომის პირობების ინსპექტირება დროულად დაიწყოს სახელწმიფომ."- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მისივე თქმით, მას ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობასთან შეხვერა ჰქონდა და იმედს გამოთქვამს, რომ სხვა საკითხებთან ერთდ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაც მოხდება.


"როგორც წესი დიდი საწარმოების მუშაობას ახლავს ეკოლოგიური პრობლემები და ეს საკითხები ხშირად არის იგნორირებული მათი მხრიდან. მქონდა შეხვედრა ჭიათურაში კომპანიის ხელმძღვანელობასთან და იმედს გამოვთქვამ, რომ ეკოლოგიური მიმართულებითაც გატარდება ღონისძიებები იმიტომ, რომ ჰაერის დაბინძურების დონე არის იქ სავალალო მდგომარეობაში."- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019