პოლიტიკა
"მაქსიმალურად ვეცადეთ და ხეების მინიმალური რაოდენობა ამოვიღეთ"
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებებს მხარი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს. საკითხის განხილვას "ქართუ ჯგუფის" პროგრამების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი და უნივერსიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ავტორი, გოჩა გუბელაძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ცაგარელის თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმაში რადიკალური ცვლილებები არ შესულა და უმნიშვნელო ცვლილებები კონტურებს, კონფიგურაციასა და მდებარეობას შეეხო. რაც შეეხება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 109 ხის მოჭრას, როგორც ცაგარელი ამბობს, ხეების ნახევარზე მეტი დაზიანებული იყო.

"ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება კანონის დაცვით მოხდა. მაქსიმალურად ვეცადეთ და ხეების მინიმალური რაოდენობა ამოვიღეთ. სამწუხაროდ, მუხნარის ტყეში ხეების უმრავლესობა ჭარბწყლიანობის გამო გამხმარია. მის გადასარჩენად არხის რეაბილიტაცია და ტერიტორიის შემოღობვაა საჭირო,"-განაცხადა ცაგარელმა.

როგორც "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენელი ამბობს, ბიუჯეტში საკომპენსაციო მოსაკრებელი იქნება შეტანილი, რაც ეკოსისტემის აღდგენასა და შენარჩუნებას მოხმარდება.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:15 / 19.07.2019
"ვცდილობთ, დაჩქარებული ვადებით დასრულდეს სამუშაოები,"- განაცხადა
ქუთაისი- სამტრედიის საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა.
14:25 / 19.07.2019
ქუთაისი- სამტრედიის საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019