Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
მიმდინარე წელს სამშენებლო კუთხით დარღვევებზე ჯარიმის სახით ქუთაისის ბიუჯეტში 44 322 ლარი შევიდა
მიმდინარე წელს სამშენებლო კუთხით დარღვევებზე ჯარიმის სახით ქუთაისის ბიუჯეტში 44 322 ლარი შევიდა. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ხუციბერიძემ განაცხადა. 

"2019 წლის 1-ლი იანვრიდან 17 მაისის ჩათვლით სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო 33 ობიექტი დაჯარიმდა. აღსრულებიდან ​3 000 ლარიანი ჯარიმა 5-მა ობიექტმა გადაიხადა, 1000 ლარიანი კი 21 -მა. აღსრულებიდან მოღებული თანხების საერთო რაოდენობამ 8 322 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს საჯარიმო სანქციებიდან სამშენებლო კუთხით სულ შემოვიდა 44 322 ლარი,"-განმარტა ხუციბერიძემ.

რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურში ახლადშექმნილ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განყოფილებას, ხუციბერიძის თქმით, სამსახური ჯერ საჯარიმო სანქციებს არ იყენებს, გაცნობითი ხასიათის სამუშაოებს ატარებს და მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლება.

"ჩვენ არა ვართ ორიენტირებული ჯარიმაზე და გაცნობით სამუშაოებს აწარმოებს ეს სამსახური, რადგან ახალია ობიექტებისათვის თამბაქოსა და პოლიეთილენის პარკების რეალიზაციის წესების დარღვევა. ამ განყოფილების მიერ ყველა სავაჭრო ობიექტი ქალაქში ინდივიდუალურად არის გაფრთხილებული,"-ამბობს ხუციბერიძე.

ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განყოფილება საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვაზე, პარკირების წესების დარღვევაზე, ხმაურისა და პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე კონტროლს აწარმოებს. ასევე, განყოფილება ახორციელებს არაბიოდეგრადირებადი და პოლიეთილენის პარკების კონტროლსა და თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევაზე მონიტორინგს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020