პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების შემუშავების რეკომენდაციით მიმართავენ
ქუთაისის საკრებულოს გენდერულ საბჭოში მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომის გამართვა იგეგმება. როგორც საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ამბობს, შეხვედრაზე განხილული იქნება ინიციატივა გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში ცვლილების შესვლის თაობაზე.

შენგელიას ინიციატივით საბჭოს წევრები მომდევნო კვირაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის რეკომენდაციის წერლსაც მოამზადებენ. რეკომენდაცია გულისხმობს: საკრებულოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას, რომ დაემატოს მუხლი ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების შესახებ. ან/და შეიქმნას კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პირების ქცევის ნორმებს.

"ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ინსტიტუციებმა მათ შორის გენდერულმა საბჭომ, არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა შევქმნათ პრევენციის პლაცდარმი. ჩვენ ვალდებულები ვართ გვქონდეს პრევენციის მექანიზმი და მეტი დაცვის ქმედითი ბერკეტი, რომ მომავალში არ დავდგეთ მსგავსი შედეგების წინაშე, რაც ნანა კოსტავას შემთხვევაში მოხდა. საკრებულოსთან წარსადგენ რეკომენდაციაზე საბჭოს წევრები სპეციალისტებთან ერთად ვიმუშავებთ." -  აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

ქუთაისის საკრებულოს ამ დრომდე ცალკე ეთიკისა და პოლიტიკოსთა ქცევის წესების შესახებ დოკუმენტი არ აქვს. საკრებულო, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2017 წლის აპრილში მიიღო.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების
15:50 / 14.10.2019
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ქუთაისში, პარლამენტის უფუნქციო
შენობის
11:06 / 11.10.2019
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ქუთაისში, პარლამენტის უფუნქციო შენობის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 10 - 25 °C
img
ქუთაისი 15 - 27 °C
img
ბათუმი 17 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019