პოლიტიკა
"არა რუსეთს!" - ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება
ქუთაისში, მესხიშვილის ტეატრის წინ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართება. აქციას ამჯერად სტუდენტები გამართავენ.

"მეგობრებო, არ ვჩერდებით,არ ვაპირებთ გაჩერებას. ყველას მოგიწოდებთ ვისთვისაც კი ღირებულია ეს ქვეყანა, ვინც ცდილობს ქვეყნის ღირებულებების დაცვას, ეს ყველამ უნდა გააიგივოს რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ოკუპანტების ადგილი არ არის ჩვენი ქვეყნის მთავარ საკანონდებლო ორგანოში. დავანახოთ რუსეთს,  რომ ისინი არიან ოკუპანტები და ჩვენ ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას.  დღეს 19:00 სააათზე ვიკრიბებით ცენტრალურ მოედანზე მესხიშვილის თეატრთან. დროა ხელისუფლებას გავაგონოთ ჩვენი ხმა რომელიც ღიად უჭერს მხარს იმ დეპუტატებს რომლებიც ჩვენზე ახდენენ ოკუპაციას."- ნათქვამია აქციის ანონსში. 

აქცია 19:00 საათზე გაიმართება. 


14:00 საათზე კი ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიის წევრები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედება სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფაა.


შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული
16 000 ლარიანი
13:33 / 12.11.2019
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 2 - 16 °C
img
ქუთაისი 11 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019