Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ზესტაფონის მერიამ ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის დასასრულებლად 557 177 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
ზესტაფონის მერია ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციისათვის დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს აცხადებს. ელექტრონული ტენდერში აუქციონის გარეშე წინადადებების მიღება 4 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 557 177 ლარია.

მოედნის რეაბილიტაცია ყოფილი მერის პირობებში 2018 წლის 30 აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის 26 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება 635 951 ლარს შეადგენდა. საბოლოოდ, რეაბილიტაციის დასრულების ვადამ გადაიწია და მერიას შესრულებული სამუშაოების ხარისხთანაც პრეტენზიები ჰქონდა, რის გამოც შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა.

"რამდენიმე დღეში გამოვლინდება გამარჯვებული და შეუდგება სამუშაოებს. სამწუხაროდ, წინა კონტრაქტორმა დაარღვია დაკისრებული საპროექტო ვალდებულებები და შეუწყდა კონტრაქტი. აბსურდია, რომ თანხა არ არის ბიუჯეტში. მთლიანობაში ბიუჯეტი მილიონ ასი ათასი ლარით გავზარდეთ როგორც ინფრასტრუქტურულ, ასვე სოციალურ პროექტებზე. ის გავრცელებული ინფორმაციაც, რომ მუშებმა ანაზღაურების ვერ მიღების გამო მოედანზე დაგებული ფილები აყარეს, აბსურდია. როდესაც კომპანიამ დაკისრებული სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა და გასცა განკარგულება, რომ მომხდარიყო იმ ფილების აყრა,"-განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

დღეის მდგომარეობით ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სამუშაოები შეჩერებულია და ტერიტორია გადაკეტილია.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 8 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 22 °C
img
ბათუმი 9 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020