Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის ცენტრალური ნაწილის დატბორვაზე მერია პასუხისმგებლობას კერძო მესაკუთრეს აკისრებს
ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური ნაწილის დატბორვის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა გააკეთა. ყურაშვილმა განმარტა, რომ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი კერძო საკუთრებაშია და ტერიტორიის დატბორვის გამო პასუხისმგებლობა მფლობელს ეკისრება.

"ჩვენ რაც შეგვეძლო დავეხმარეთ ამ ორგანიზაციას. დაზიანებული იყო ტუმბო, დავეხმარეთ წყლის ამოტუმბვაში და შემდეგ ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. მეპატრონე ვალდებულია, თავად მოუაროს მის ფართს. ამ ფართში ასევე არის კანალიზაციის პრობლემა. მე გავიარე კონსულტაციები წყალკანალთან და ბევრჯერ შევთავაზეთ დახმარება, თუმცა თავად არ ისურვეს, რომ რამდენიმე დღით შეეჩერებინათ მუშაობა. აქედან გამომდინარე, წყალკანალიც უძლური იყო იქ რაიმე გაეკეთებინათ,"-განაცხადა ყურაშვილმა.

რაც შეეხება ფალიაშვილის ქუჩას, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ქუჩა სისტემატურად იწმინდება, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა დიდი რაოდენობით ნალექს ვერ ატარებს. მისივე განმარტებით, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება და პროექტში სანიაღვრე სისტემის შეცვლა გათვალისწინებული იქნება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 
ანტიკრიზისული გეგმის
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
,,უცხოელი ტურისტები რომ გაიგებენ ,,ქუთაისი ქალაქია“ გამოიქცევიან" - გიგა შუშანია
15:45 / 24.05.2020
,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ქუთაისში გიგა შუშანია აცადებს,