"ერთი მიმართულება გვაქვს სასამართლო დავა, ხოლო მეორე ახალი ინვესტორის მოძიება"- ჭიღვარია "ტორპედოზე"
"ვმუშაობთ ახალი ინვესტორის მოძიებაზე"-ამის შესახებ ქუთაისის მერმა "ტორპედოს" საკითხზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საფეხბურთო კლუბში არსებული კრიზისული მდგომარეობის მოსაგვარებლად ორი მიმართულებით მუშაობს. ქუთაისის მერის განმარტებით, ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი უკვე დაერიცხათ.

"ფედერაციასთან ერთად ვიმუშავეთ აქტიურად და ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასები ჩაერიცხათ. პარალელურად, ერთი მიმართულება გვაქვს სასამართლო დავა, ხოლო მეორე ახალი ინვესტორის მოძიება. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ "ტორპედო" იყოს ერთ-ერთი წარმატებული გუნდი,"-განაცხადა ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა. მერიამ სარჩელით ხელშეკრულების გაუქმება და "ტორპედოს" 100 %-იანი წილის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსვლა მოითხოვა.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური კრიზისია. თვეებია, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ მიუღიათ. გულშემატკივრები პერმანენტულ აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
პარტია
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 20 - 27 °C
img
თელავი 18 - 24 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ