პოლიტიკა
ქუთაისის საიმიჯო კლიპი ოფიციალურ გვერდზე 10-მა ევროპულმა ქალაქმა განათავსა
ქუთაისის საიმიჯო კლიპი ოფიციალურ გვერდზე 10-მა ევროპულმა ქალაქმა განათავსა. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომელმაც გასულ ზაფხულს ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობა კამპანიას "გაატარე ზაფხული საქართველოში შეუერთდა". კამპანიაში უმეტესად ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქები ჩაერთნენ. მათ ვებ გვერდებზე საიმიჯო კლიპი ზაფხულის თვეებსა და სექტემბერში განათავსეს.

"კამპანიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ზოგიერთმა ქალაქმა თავისი ინიციატივით გაცილებით უფრო მეტი გააკეთა. მაგალითად, უკრაინის ქალაქმა ლვოვმა საიმიჯო კლიპი ქალაქის მონიტორებზე განათავსა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ამ ინიციატივას უკრაინის ძალიან ბევრი ქალაქი გამოეხმაურა. ჩამონათვალშია ნიკოლაევი, კაუნასი, ნიუპოტი, რომელიც ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია. უფრო მეტიც, ქუთაისში სტუმრად გვყავდა ნიუპორტის ასოციაციის წარმომადგენელი და მომავალი წლისთვის ერთობლივ ღონისძიებასაც ვგეგმავთ,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ. 

"გაატარე ზაფხული საქართველოში"  – #spendyoursummeringeorgia აქტიური სოციალური კამპანიაა, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა. 

კამპანიის წამოწყების მიზეზი რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა, რომლის თანახმადაც, "2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,თავიდანვე ,,ევროპული საქართველოს
15:41 / 15.11.2019
,,თავიდანვე ,,ევროპული საქართველოს" პოზიცია იყო, რომ არ გვჯეროდა იმის,
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება.
15:23 / 15.11.2019
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება." - ასე გამოეხმაურა ქუთაისის
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება.
15:23 / 15.11.2019
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება." - ასე გამოეხმაურა ქუთაისის
19:25 / 14.11.2019
"ამ ტყუილს ხელისუფლებას არ ვაპატიებთ"- ამ ლოზუნგით
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის
ჩავარდნას
17:25 / 14.11.2019
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 2 - 7 °C
img
ქუთაისი 7 - 17 °C
img
ბათუმი 11 - 19 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019