პოლიტიკა
ტაქსებს, რომელთაც რეგიონებიდან თბილისში მგზავრი ჩაჰყავთ, სპეციალური ლიცენზია უნდა ჰქონდეთ
ქუთაისელი ტაქსის მძღოლი თბილისში კლიენტის ჩაყვანისათვის 200 ლარით დააჯარიმეს. ხვიჩა მამასახლისი ჯარიმის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ რეგულაცია უსამართლოა, ჯარიმას არ გადაიხდის და მის უფლებებს დაიცავს. რა შემთხვევაში შეძლებენ რეგიონებიდან ტაქსის მძღოლები თბილისში მგზავრის გადაყვანას, საკითხზე კომენტარი თბილისის მერიაში გააკეთეს. თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან ლებანიძის თქმით, იმ მუნიციპალიტეტების ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც თუნდაც ერთჯერადად ჩამოჰყავთ მგზავრი თბილისში, უნდა გააჩნდეთ ლიცენზია.

"თუ სხვა რაიონის ტაქსისტი ემსახურება თბილისში მომავალ ადამიანს, ამ შემთხვევაში მას უნდა გააჩნდეს ლიცენზია ან არ გაუწიოს მომსახურება თბილისში მომავალ მგზავრს და იმოძრაოს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი საბუთი არ არის საჭირო. ლიცენზიის წლიური ღირებულება მსუბუქი ავტომობილისთვის 100, ელექტრო მანქანისთვის 50, ხოლო ჰიბრიდისთვის 0 ლარია. ლიცენზიის აღებისთვის აუცილებელია, ტაქსი იყოს ოთხკარიანი და წელიწადში ორჯერ გაიაროს ტექნიკური დათვალიერება, ორკარიანი ავტომობილები ვერ შესძლებენ ტაქსის ლიცენზიის მიღებას,"- განაცხადეს თბილისის მერიაში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ივანიშივილს თუ ჰგონია, რომ ვინმეს შეაშინებს - ცდება.
13:44 / 19.11.2019

,,ივანიშივილს თუ ჰგონია, რომ ვინმეს შეაშინებს - ცდება." - ასე გამოეხმაურა

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 18 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019