Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ფორუმი გაიმართება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართება ფორუმი "თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით".

ფორუმი  გაეროს მიერ დაწესებულ ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება. მისი მიზანია, ბავშვთა განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, პირებს შესთავაზოს საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმა, სადაც განხილული იქნება ის სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც თანამედროვეობაში ბავშვების აღზრდა-განვითარების და მათი უფლებების რეალიზების კუთხით არსებობს. წარმოადგენილი იქნება პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები, წარმატებული პრაქტიკები და სახელმწიფოში არსებული კონკრეტული სერვისები, შესაძლებლობები და დაცვის მექანიზმები ბავშვთა საჭიროებების მიმართულებით.

ღონისძიების პირველ პანელში წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს პარლამენტი - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სახით; სახალხო დამცველის აპარატი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი; ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მეორე პანელში, აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან ბავშვთა განვითარების, განათლების და ფსიქო-ემოციური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფორუმი 19 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის სააქტო დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020