Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე აფასებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე საზოგადოების რეაქციას. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ის ახალგაზრდების ჯანსაღ პროტესტს მხარს უჭერს და მის მიერ გამოქვეყნებული განცხადება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პიროვნებისაკენ იყო მიმართული.

"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა და სარკაზმული ნათქვამი. ნებისმიერ ნეიტრალურ ჯანსაღ პროტესტს მხარს ვუჭერ, თუმცა, არ ვუჭერ მხარს იმ პოლიტიკური ლიდერების პროტესტის ფორმებს, რომლებმაც გამოიყენეს სიტუაცია და შექმნეს ის დაძაბულობა, რაც ვნახეთ რუსთაველზე: თუნუქის კასრებში ცეცხლი, ტომრები და პარლამენტის კარზე ბოქლომი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გასულიყო კანონპროექტი, რომელიც მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას,"-აცხადებს ლორთქიფანიძე.

საკრებულოს კულტურის, განათლების ახალგაზრდული საქმის და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მის განცხადებას შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. მისი თქმით, ახალგაზრდებმა პროტესტი კორექტულად უნდა გამოხატონ და ხუმრობებს ხუმრობითვე უპასუხონ.

შეგახსენებთ, ოთარ ლორთქიფანიძემ თბილისში საპროტესტო აქციების მიმდინარეობაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა-"მაჭუტაძეს დაბალი იმუნიტეტი აქვს და ნელ-თბილი წყალი ვაპკუროთ". დეპუტატის განცხადებას გუშინ, ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდებმა უპასუხეს-"ლორთქიფანიძე! წყალი ცივი იყო! სირცხვილია!".

ფოტო: ქუთაისის საკრებულო
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 8 - 17 °C
img
ქუთაისი 13 - 23 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020